ჯეიმი ოლივერი ქართულ კერძებს პოპულარიზაციას გაუწევს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფმზარეული  უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას.

კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფმზარეული  გაეცნობა  ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს,  შეხვდება ადგილობრივ შეფმზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს,  საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფმზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს მისი სოციალური არხებით.

ბრიტანელ შეფმზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.