საქართველოს ნაკრები პარატაეკვონდოში სამშობლოში 12 მედლით ბრუნდება

 მიუნხენში გამართული ევროპის ჩემპიონატი პარატაეკვონდოში დასრულდა.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 12 მედლით ბრუნდება, გუნდურ ასპარეზობაში კი ჩვენი ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა, გუნდური თასის მფლობელი გახდა და პარატაეკვონდოს ნაკრებებს შორის, ევროპის ერთ-ერთ ლიდერ გუნდად დასახელდა.
ანდრეი სლეპცოვი (K41/-80კგ. არაპარალიმპიური კატეგორია) ოქროს მედალოსანია
ლაშა ტყემალაძე (-80კგ) ვერცხლის პრიზიორია
ვერცხლის მედლის მფლობელია გიორგი ზარქუაც (K41/-80კგ.არა პარალიმპიური კატეგორია)
ვერცხლის მედალი მოიპოვა გოგა ხახალაშვილმა(K41/-70კგ. არაპარალიმპიური კატეგორია)
ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ მარიამ კენკებაშვილი (-65კგ) და გიორგი ნიკოლაძე(-70 კგ)
ბრინჯაოს მედალოსანია გიორგი ხიზანიშვილი (K41/-70კგ. არაპარალიმპიური კატეგორია)
ამავე ტურნირის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია ანა ჯაფარიძე
პარატაეკვონდო