საქართველოს 17 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17 -წლამდელებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა ასპარეზობა სამი – ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს – მედლით დაასრულეს.
ვერცხლის მედალი რამაზ ბასილიამ (71 კგ) მოიპოვა, მან ფინალი სომეხ ჯანეს ნაზარიანთან დათმო, ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ბუიღლიშვილმა (80 კგ) და საბა ტაკიძემ (110 კგ) მოიპოვეს.
ლუკა ბუიღლიშვილმა (80 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი დანილ მელნიჩუკი დაამარცხა, საბა ტაკიძემ (110 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ მაქსიმ სოკოლიუკს სძლია.
ევროპის ჩემპიონატი