თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიაში მესამე წიგნი “ხელახლა აღმოჩენილი იაპონია” გამოუშვა

საქართველოს ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიაში მესამე წიგნი “ხელახლა აღმოჩენილი იაპონია” გამოუშვა. აღნიშნულ ნამუშევარში, საქართველოს და იაპონიის კულტურები მრავალი კუთხიდან არის შედარებული. წიგნი  უკვე იყიდება იაპონიის წამყვან ქსელებში.

„ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკვე 3 წიგნი გამოვუშვი:

  1. “ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო”
  2. “ქართველი ელჩის ჩანაწერები”
  3. “ხელახლა აღმოჩენილი იაპონია”

ასევე 2 ჟურნალში, “ტანკო” და “Newsweek Japan”, მაქვს ყოველთვიური სვეტი, სადაც საქართველოს შესახებ ინფორმაციას ფართო აუდიტორიას ვაცნობ.

მოხარული ვარ და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვიმოღვაწეო იაპონიაში, სადაც, როგორც საქართველოში, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების მიმართ დიდი დაფასება აქვთ. ვფიქრობ, რომ ასეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას დიდი მომავალი მოჰყვება.

უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ქვეყნის და იაპონელი ხალხის ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ.