ინფორმაცია ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ისრაელში საქართველოს საელჩო  ინფორმაციას ავრცელებს:

“ძვირფასო მოქალაქეებო!

2024 წლის 21 მარტს, ქ. ბეერ-შევაში, საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით, იგეგმება საკონსულო ოლქის შემოვლა.

საკონსულო მომსახურება განხორციელდება 21 მარტს 15 სთ-დან 19 სთ-მდე შემდეგ მისამართზე – 32 Mivtsa Uvda, Be’er Sheva.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

პირადობის ელექტრონული მოწმობა

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის (122.57 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი.

პასპორტი სრულწლოვანისთვის

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის (204.28 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი.

პასპორტი არასრულწლოვანთათვის

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის (102.14 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი;

3) დაბადების მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაბადებულია ისრაელის სახელმწიფოში, დაბადების მოწმობა უნდა იქნეს დამოწმებული აპოსტილის წესით, ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს ასევე აპოსტილის წესით (დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).

4) 16 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ერთად სავალდებულოა ორივე მშობლის გამოცხადება, ხოლო 16 წლიდან საკმარისია ერთი მშობლის მოსვლა.

5) მშობლების მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა ან პასპორტი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).

მოქალაქეობის საკითხები – საგამონაკლისო წესით მინიჭება, შენარჩუნება, აღდგენის წესით მინიჭება

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (არ არის საჭირო მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში);

3) ისრაელის მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი (ე.წ. დარკონი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი);

4) სახელის/გვარის შეცვლის შემთხვევაში, სახელის/გვარის შეცვლის მოწმობა, დამოწმებული აპოსტილის წესით, თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იყოს ასევე აპოსტილის წესით (დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).

ცნობა ნასამართლობის შესახებ

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1)პირადობის ელექტრონული მოწმობის/პასპორტის ასლი.

ცნობა უფასოა.

საელჩოს საბანკო მონაცემები, რომელზედაც უნდა ჩაირიცხოს მომსახურების საფასური:

ბანკი – POALIM

ფილიალი – 170;

ანგარიშის ნომერი – 209700;

მიმღები: საქართველოს საელჩო/Embassy of Georgia“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩოსაკონსულო