დუბლინის წმ. ავგუსტინეს ტაძარში  ქართული პოლიფონიის კონცერტი გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს და „ქართული კულტურის ცენტრი ირლანდიაში – ქართული დიასპორას“ ორგანიზებით, ქ. დუბლინის წმ. ავგუსტინეს ტაძარში  ქართული პოლიფონიის კონცერტი გაიმართა.

ქართული საგალობლები და ფოლკლორული სიმღერები შესრულდა საქართველოდან მოწვეული სტუმრების – ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ნატალია ზუმბაძის; მუსიკოლოგიის დოქტორის, ეთნომუსიკოლოგის, დავით შუღლიაშვილის; ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის ოთარ კაპანაძისა და ირლანდიაში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლის „კავკასიონის“ მიერ.

კონცერტს ესწრებოდნენ ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ირლანდიელი სტუმრები და ირლანდიაში მცხოვრები ქართველები.