15 დეკემბერს, მულტიფუნქციური ცენტრი „სექრეთ გარდენი“, რომლის მიზნობრიობაც ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციაა, ქარვასლას ივენთ ჰოლში, პროექტს „ვინთერ ვანდერლენდი“ საზეიმოდ გახსნის.
15 დეკემბრისთვის ყველასთვის ცნობილი ქარვასლას ისტორიული ივენთ ჰოლი, ახალი სიცოცხლითა და მწვანე ენერგიით გაიხსნება. ერთ სივრცეში ივენთ ჰოლი უამრავ საინტერესო მიმართულებას გააერთიანებს – აქ თქვენ გიმასპინძლებთ: მწერლების ბარი, მწვანე გვირაბი – ქოთნის მრავალფეროვანი ნაძვის ხეების არჩევანით, სამღებრო სახელოსნო – „კავკასიის ფერები“, ქართველი დიზაინერების, მეწარმეების, მხატვრების ნატურალური ხელნაკეთი აქსესუარები და პროდუქტები. პროექტი “ზამთრის საოცრება“ ერთი თვის მანძილზე – 15 იანვრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე საზოგადოებას საოცარ სიურპრიზებს ჰპირდება
15 იანვრის შემდეგ, კი ქარვასლას ივენთ ჰოლი, ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გააგრძელებს ფუნქციონირებას.