ანა ჯაჯანიძე სწავლას ჩინეთში, სიამენის უნივერსიტეტში აგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი ანა ჯაჯანიძე სწავლას ჩინეთში, სიამენის უნივერსიტეტში (Xiamen University) აგრძელებს.

მაღალი აკადემიური მოსწრების, ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში კონკურსის წარმატებით გავლის შედეგად, ანამ სრული დაფინანსება მოიპოვა.

ანა ერთი წლის განმავლობაში ისწავლის ჩინური ენისა და კულტურის პროგრამაზე და გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონესა და გაეცნობა ადგილობრივ კულტურას.