წმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო, სახელმწიფო კამერული გუნდი ბელგიასა და ნიდერლანდებში კონცერტებს გამართავს

წმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო, სახელმწიფო კამერული გუნდი “ევროპალია – საქართველოს” ფარგლებში, ბელგიასა და ნიდერლანდებში კონცერტებს გამართავს.

კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე, სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტები ბრიუსელში (Bozar), ბრიუგესა (Concertgebow) და ჰააგაში (Amare) იგეგმება.

გუნდის რეპერტუარში იოსებ კეჭაყმაძისა და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები იქნება .

ფესტივალი 4 ოქტომბერს გაიხსნება და 2024 წლის თებერვალში დაიხურება. მასში კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.