ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ბრინჯაოსთვის შეხვედრაში საქართველომ თურქეთი დაამარცხა ანგარიშით 4-3.
ქართველი ძიუდოისტებიდან გამარჯვება მოიპოვეს: თინათინ გულბანმა, გიორგი მჭედლიშვილმა, და გადამწყვეტ შეხვედრაში ისევ თინათინ გულბანმა.
გარდა ამისა, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მაია ღვალაძემ და გიორგი მჭედლიშვილმა მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი თინათინ გულბანი გახდა.