ფოთის თეატრი „ევროპალია – საქართველოს“ ფარგლებში სპექტაკლ „ფიროსმანს“ წარადგენს

ფოთის თეატრი კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიაზე“ ჰოლანდიაში, დენ ჰააგში (ჰააგა) მიემგზავრება.

თეატრი „ევროპალია – საქართველოს“ ფარგლებში ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლ „ფიროსმანს” წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ფესტივალზე წელს პირველად – სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.