ინფორმაცია იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ვენეტოს რეგიონის ქ. ტრევიზოში, ოლქის შემოვლის ფარგლებში, გასვლით საკონსულო მომსახურებას გეგმავს.

მოქალაქეთა მიღება გაიმართება 2023 წლის 24 ივნისს, შაბათს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მისამართი: Treviso, Via della Quercia 2/B, პირველი სართული.

გასვლითი მომსახურება მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დიდი მანძილის გამო, საკონსულო მომსახურების მისაღებად რომში ჩასვლას ვერ ახერხებს.

გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა); ასევე მოქალაქეებს  შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე.

საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ტელეფონზე +39 3338879123

ელფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge