კონსერვატორიას მუსიკის აკადემიის ვოკალური მიმართულების პროფესორი – ბოგდან მაკალი ეწვევა

11 – 15 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ვროცლავის კაროლ ლიპინსკის სახელობის მუსიკის აკადემიის ვოკალური მიმართულების პროფესორი – ბოგდან მაკალი ეწვევა.

ბოგდან მაკალი დაესწრება საოპერო სტუდიის საკვალიფიკაციო გამოცდებს, ასევე, ჩაატარებს მასტერკლასებს ვოკალური მიმართულების სტუდენტებისთვის.

12 ივნისს  მასტერკლასი კონსერვატორიის მუზეუმში (15.00 – 17.00) ჩატარდება.

13 – 14 ივნისს საოპერო სტუდიის გამოცდები (12.00 – 17.30) ჩატარდება.

15 ივნისს კვლავ მასტერკლასი გაიმართება საოპერო სტუდიაში.