ბათუმში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა

ბათუმში, მდებარე  სასტუმრო „ეიფორიას“-ს საკონფერენციო დარბაზში, დღეს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა გაიმართა.

მსოფლიო ასაკობრივი ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 11 ივნისამდე გასტანს.

თითოეული ასპარეზობა 6 (08;10;12;14;16;18 წწ.) ასაკობრივ კატეგორიაში 12 ტურნირად გაიმართება.

სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონატი შემდეგი დროის კონტროლით ჩატარდება: 15 წუთი თითოეულ მონაწილეს, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში  5 წუთი მთელ პარტიაზე, 2 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

სწრაფ ჭადრაკში გასამართ ჩემპიონატში 35 ქვეყნის 462 მოჭადრაკე, ხოლო ელვისებურში 35 ქვეყნის 430 ახალგაზრდა მოჭადრაკე იასპარეზებს.