ტაქსის მძღოლის დღეს Yandex Go პარტნიორი მძღოლებისთვის „ჩაის“ თანხას გააორმაგებს

22 მარტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტაქსის მძღოლები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს Yandex Go გააორმაგებს იმ თანხას, რომელსაც მომხმარებლები დაუტოვებენ მძღოლებს აპლიკაციის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის ბოლო რამდენიმე წლის ტრადიციაა.

ამავდროულად, მომხმარებლებისთვის არაფერი შეიცვლება – მათ მიერ დატოვებული „ჩაის” თანხის რაოდენობის ზრდას, რომელსაც პარტნიორი მძღოლები მიიღებენ, Yandex Go საკუთარი ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს. გაორმაგება ვრცელდება აპლიკაციაში ონლაინ გადახდით დატოვებულ ნებისმიერ თანხაზე მთელი 22 მარტის განმავლობაში.