მარიამ დუნდუა საერთაშორისო კრივის ფედერაციის საერთაშორისო ტექნიკური წარმომადგენელი გახდა

მორიგი წარმატება და მორიგი წინსვლა საქართველოს კრივის ისტორიაში – მარიამ დუნდუა იბა-ს საერთაშორისო ტექნიკური წარმომადგენელი გახდა

იგი პირველი ქართველია, რომელმაც წარმატებით გაიარა იბა-ს (საერთაშორისო კრივის ფედერაცია) მიერ ორგანიზებული სემინარები, რომელიც  თეორიულ, პრაქტიკულ და წერით გამოცდებს მოიცავდა.

ამიერიდან იგი მონაწილეობას მიიღებს ევროპისა თუ სხვა კონტინენტალური ჩემპიონატების, ასევე, მსოფლიო ჩემპიონატებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებაში. მარიამ დუნდუა იქნება ოფიციალურად გამოძახებული და დანიშნული იბა-ს მიერ.