„Bawülon“-ში ირმა შიოლაშვილის ლექსები დაიბეჭდა

გემანულ ლიტერატურულ ალმანახში „Bawülon“ დაიბეჭდა ირმა შიოლაშვილის ლექსები მისი ახალი გერმანულენოვანი კრებულიდან “ორშაბათი”.

2022 წელს ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ – „Die KOGGE“ ირმა შიოლაშვილს წლის ავტორის ჯილდო  გადასცა.

ალმანახის ამავე ნომერში წაიკითხავთ ევროპელ ავტორთა გაერთიანების Die KOGGE პრეზიდენტ, პროფესორ ული როტფუსის მიერ დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვას ირმა შიოლაშვილის პოეზიის შესახებ.