იტალიაში ქართველმა მოციგურავემ – კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

1993  წლიდან ოლიმპიური მოძრაობის  ფარგლებში ევროპის  ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება. წელს, რიგით მე-16 ფესტივალს იტალიამ უმასპინძლა.

ფესტივალზე იუნიორმა ქართველმა მოციგურავემ – კონსტანტინე  სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კონსტანტინემ 16  სპორტსმენს შორის ღირსეულად  იასპარეზა  და  ჯამური 189.00  ქულით  მე-2  ადგილი დაიკავა, ამასთან, მის მიერ  შესრულებული  თავისუფალი პროგრამა საუკეთესო  აღმოჩნდა  და პირველი ადგილი  დაიმსახურა.