ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოდან 8 სპორტსმენი იასპარეზებს

მიმდინარე  წლის 21 -28 იანვარს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია, კერძოდ ფრიული, ვენეცია, ჯულიას რეგიონი მასპინძლობს და მასში  სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) 8 სპორტსმენი იასპარეზებს.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასაკობრივი ჯგუფის   გათვალისწინებით ფიგურულ ციგურაობაში ქართველი მოციგურავე კონსტანტინე  სუპატაშვილი იასპარეზებს, რომელიც  25 და  26  იანვარს იტალიის  ქალაქ  პონტებაში  წარმოადგენს  თავის  მოკლე  და  თავისუფალ პროგრამებს.

შეგახსენებთ, რომ 2017  წელს  ზამთრის  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური  თამაშებზე  ფიგურულ ციგურაობაში  ბრინჯაოს მედლის მფლობელი  ჩვენი მოციგურავე  ნიკა  ეგაძე  გახდა.