ირმა ხეცურიანმა 2023 წლის პირველი ტურნირი და წლის პირველი ოქრო მოიგო

ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ხმალში ნახევარფინალში უნგრელი მეზო  დაამარცხა ანგარიშით 15:4, ფინალურ ასპარეზობაში იტალიელ პასკუიონოს მოუგო  ანგარიშით 15:11 და ოქროს მედლის  მფლობელი გახდა.

ამავე ტურნირზე ხეცურიანმა ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიაშვილი ხმალში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.