პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრში, ხმლით ფარიკაობაში, ჩვენმა ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ნახევარფინალში იტალიის ნაკრები დაამარცხა 45:23, ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 45:42, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი პარამოფარიკავეები განაგრძობენ ასპარეზობას პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე და კვლავ მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.