სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართული დიასპორის მართლმადიდებელი მრევლისათვის ბრატისლავაში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღევლინება.
მისი უნეტარესობის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტის, რასტისლავის სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში 18 ივნისს ვიზიტის დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის იღუმენი ილიასათვის (ჩადუნელი) გადაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ქ. ბრატისლავაში, წმ. ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლურ საყდარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე რეგულარულად ჩატარდება.
პირველი წირვა 19 ივლისს, 10:30 საათზე დაიწყება.
მისამართი: Mikulášska 7277/5A, 811 01 Bratislava-Hrad.