“საბურთალოს” 10 წლამდე გუნდი ბათუმში გამართული ატეიტის თასის გამარჯვებული გახდა.
ფინალში „საბურთალოს“ გუნდმა ბათუმის “დინამო” საბა ღამბაშიძისა და ცოტნე მიქაბერიძის გოლებით დაამარცხა.
საბურთალოელებმა ტურნირის განმავლობაში 28 გოლი გაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში არცერთი მიუღიათ.
ტურნირის საუკეთესო მეკარე სანდრო ჯაბუა გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი – ცოტნე მიქაბერიძე
ჩემპიონები გახდნენ: სანდრო ჯაბუა, დათუნა ზაკალაშვილი, დათო ცანავა, ცოტნე მიქაბერიძე, ტატო ლოლუა, ნიკოლოზ შენგელია, ნიკოლოზ ბაგდასარიანი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, ნიკოლოზ ჭიპაშვილი, ნიკოლოზ გოგუაძე, ზუკა ბუხაიძე, დემეტრე ხურციძე, ანდრია კიკნაძე, საბა ღამბაშიძე, დათუნა მეტრეველი, დათი ჭუმბურიძე.
რაც შეეხება ტურნირს – ძალიან კარგი თამაშები ჩატარდა, ძალიან ორგანიზებული იყო და გამოცდილებისთვის კარგი იყო ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და კიდევ, კარგია ის, რომ გამარჯვებული გუნდი, ანუ ჩვენი გუნდი ატეიტის თასზე ამჯერად ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში გაემგზავრება.
ახლა ვარჯიშს ვაგრძელებთ და საქართველოში რაც ამ ასაკში ჩემპიონატები ჩატარდება იქ მივიღებთ მონაწილეობას, უბრალოდ ერთი წლით უფროსებში ვითამაშებთ(ჩვენ ასაკში არ ვთამაშობთ), ვფიქრობთ, რომ სხვა გუნდებთან შედარებით ცოტა უფრო უკეთესი გუნდი გვყავს და თამაშს რომ აზრი ჰქონდეს, ყველა გუნდთან დიდი ანგარიშით მოგებას ჯობია, რომ რაღაც თამაშები დავთმოთ, წავაგოთ, რომ მერე სწორი დასკვნები გავაკეთოთ და მომავალში უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ.“