Კონსერვატორიის სტუდენტებმა მაკედონიასა და ზაგრებში წარმატებას მიაღწიეს

თბილისის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნინო სიხარულიძემ, მაკედონიაში, 16-19 ივნისს გამართულ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე Ohrid Pearls მოიპოვა I პრემია უფროსი ასაკის კატეგორიაში. ნინო სიხარულიძე ასოც. პროფესორ ნინო ჟვანიას კლასის სტუდენტია.
ხოლო, კონსერვატორიის სტუდენტმა ნიკოლოზ ცანავამ მილკა ტერმინას ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ზაგრები, ხორვატია) ლაურეატის წოდება და მესამე ადგილი მოიპოვა.
პედაგოგი ქეთევან ელიავა.