1935 წლის 24 ივნისს მუშთაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა

1935 წლის 24 ივნისს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, საზაფხულო სეზონის დაწყებასთან ერთად, მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა. მატარებელი შედგებოდა ორთქლმავლის და სამი (მაგარი, სააგარაკო და საერთაშორისო) ვაგონისგან. თბილისის რკინიგზის სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდა რკინიგზელებმა ააშენეს. შემდეგ ისინი თვითონვე ემსახურებოდნენ მას. მარშრუტის სიგრძე თავდაპირველად 400 მეტრი იყო, შემდეგ კი 1 200 მეტრამდე გაიზარდა.

​მანამდე სხვადასხვა ქვეყანაში არსებობდა მინიატიურული რკინიგზები პარკებში, თუმცა თბილისის პროექტი იყო პირველი, სადაც მთელ ინფრასტრუქტურას (მატარებლის მართვა, სიგნალიზაცია, სალაროები) სრულად ბავშვები განაგებდნენ საგანმანათლებლო მიზნით. ამ მოდელმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მოგვიანებით სხვა ქალაქებშიც გადაიღეს.

საბავშვო რკინიგზა