ნიუ იორკში ქართველი ხელოვანების ინიციატივით გალა კონცერტი გაიმართება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტი მერაბ ებრალიძე ნიუ იორკში კლასიკური მუსიკის გალა- კონცერტს აანონსებს –  კონცერტის ორგანიზატორი ორგანიზაცია CULTURAL AND ADUCATIONAL FOUNDATION-ის დამაარსებელი და პრეზიდენტი, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ოპერის მომღერალი (ტენორი) – ბექა გოგინაშვილი და ორგანიზაცია MAKE WAY FOR THE NEW GENERATION-ის დამაარსებელი და პრეზიდენტი – პიანისტი მერაბ ებრალიძე არიან.

“ჩვენ ყველას კარგად გვესმის თუ რა რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა ხელოვანებს (და ზოგადად მთელ კაცობრიობას) ჩვენ, მუსიკოსებმა გადავწყვიტეთ რომ პატარა წვლილი შევიტანოთ და სულ მცირედ, მაგრამ მაინც პოზიტიურად შევცვალოთ გარემო,რაც ვთვლით რომ დღევანდელ დღეს გმირობის ტოლფასია” – აცხადებენ ქართველი მუსიკოსები. კონცერტი  მანჰეტენის საკონცერტო დარბაზში 11 ივნისს არის ჩანიშნული და მასში მონაწილეობას მიიღებენ წარმატებული მუსიკოსები – მრავალი საერთაშორისო კონკურსების თუ ფესტივალების ლაურეატები, ასევე სპეციალური სტუმრები გერმანიიდან, ბელგიიდან და საქართველოდან.მერაბ ებრალიძემ 2019 წელს, ნიუ-იორკში ორგანიზაცია “გზა მომავალ თაობას” დააფუძნა. პროექტი ამერიკასა და საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ მუსიკოსებსა და არტისტებს გზის გაკვალვასა და პროფესიულ წარმატებებში ეხმარება. ორგანიზაციის ეგიდით, არაერთი ახალგაზრდა სრული დაფინანსებით გაემგზავრა ამერიკაში და ნიუ-იორკის ცნობილ და პრესტიჟულ დარბაზებში გამოვიდა.