ევროპის ჩემპიონატზე სუმოში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა

შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სუმოში, დიდების კატეგორიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 7 მედალი  – 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.
ჩემპიონ-პრიზიორები გახდნენ:
დიდები / SENIORS
  • ზურა წიქორაძე – + 115 კგ – ოქრო
  • ზურა წიქორაძე – აბს. – ვერცხლი
  • საბა გამთენაძე – 115 კგ – ვერცხლი
  • ბადრი ხატისკაცი – +115 კგ – ბრინჯაო
  • ბადრი ხატისკაცი – აბს. – ბრინჯაო
  • ლუკა ბერიძე – -77 კგ – ბრინჯაო
  • პირად გუნდური დიდებში – ვერცხლი (გუნდის წევრები: ბადრი ხატისკაცი, საბა გამთენაძე, ზურა წიქორაძე, დავით აქუბარდია.
საქართველოს სუმოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია, ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე და მთავარი მწვრთნელი ზურაბ აქუბარდია.
ასევე, ევროპის ჩემპიონატზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო.
სუმო