5-წლიანი ბრენდი 90 ქულით IWSC London-ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

„თბილღვინოს“ ახალი პროდუქტი, 5-წლიანი ბრენდი 90 ქულით IWSC London-ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საერთაშორისო ჟიურიმ აღნიშნა, რომ 5-წლიან ბრენდს გრეიფრუტისა და ფორთოხლის არომატი დაჰკრავს, მუქი ქიშმიშის, ნესტიანი თამბაქოსა და ბისკვიტის ტონები კი ღრმა, სრულყოფილ ერთიანობას ქმნიან.

„International Wine & Spirit Competition London 2022“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონკურსია, სადაც მონაწილე სასმელის ხარისხსა და გემურ თვისებებს საერთაშორისო ექსპერტებისა და ენოლოგებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.

„თბილღვინოს“ ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. დაარსებიდან დღემდე, „თბილღვინომ“ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.