სამხატვრო აკადემიაში პალმას ხელოვნების უმაღლესი სკოლის პროფესორების მასტერკლასები გაიმართა

სამხატვრო აკადემიაში პალმას ხელოვნების უმაღლესი სკოლის Escola d’Art i Superior de Disseny de les Illes Balears პროფესორების მასტერკლასების დასკვნითი გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა. Jordi Miquel SEMPERE ‘‘Lettering For Society” – გრაფიკა/კალიგრაფია;Miquel MUNTANER ESTARELLAS ‘Collaborative Open Source Animation”(ანიმაცია); Maria del Pilar ROVIRA SERRANO ‘Inclusive Fashion Design’ (მოდის დიზაინი შშმ პირებისთვის). ეს იყო ვორქშოფების დასკვნითი პრეზენტაცია – ერასმუს+ მობილობის ფარგლებში. სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები.ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო  სამხატვრო აკადემია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 25-29 ოქტომბერს, ესპანეთში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური პერსონალის ერასმუს მობილობის ფარგლებში, პალმას ხელოვნების უმაღლეს სკოლაში – Escola d’Art i Superior de Disseny de les Illes Balears, თსსა პროფესორებმა და პედაგოგებმა ქეთევან მატაბელმა, ნინო მგალობლიშვილმა და თამუნა მალაზონიამ ჩაატარეს ვორქშოფების სერია თემაზე “თეთრი ქრონოტოპი“