საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

FINA-ს სანქციების შედეგად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნული გუნდის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები იასპარეზებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი უნგრეთში 20 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება. ვაჟთა შორის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: უნგრეთი (მასპინძელი), მონტენეგრო, აშშ (ორივემ საგზური თბილისში გაინაღდა), სერბეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ხორვატია (საგზური ტოკიოს ოლიმპიადაზე გაინაღდეს), იტალია, გერმანია (საგზური ევროპის ჩემპიონატზე გაინაღდეს), კანადა, ბრაზილია (ამერიკის საკვალიფიკაციოდან), ყაზახეთი, იაპონია (აზიის საკვალიფიკაციოდან), სამხრეთ აფრიკა (აფრიკიდან), ავსტრალია (ოკეანეთი) და საქართველო.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც აგვისტო-სექტემბერში ხორვატიაში გაიმართება.