პარიზში პაატა შამუგიას კრებულის „შიზოგადოება” კითხვა-პერფორმანსი გაიმართა

26 მარტს, პარიზის Hearthallery-ში პაატა შამუგიას ფრანგულენოვანი კრებულის “შიზოგადოება” კითხვა – პერფორმანსი გაიმართა.

პერფორმანსში მონაწილეობდნენ ანანო ძაგანია, ლინდა მარია ბაროსი, ამელი პირონო და ნათია ჟვანია.

წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე ითარგმნა და  გამომცემლობის “La Traductière” მიერ გამოიცა. მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე

„შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.