ორგანიზაცია Great Weather for Media მასპინძლობს ციფრულ ღონისძიებას “მსოფლიოს პოეზიის დღის სამკუთხა პროექტი”, რომელშიც მონაწილეობას ათი ქვეყნის არტისტები, პოეტები და მუსიკოსები იღებენ. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
მათი თქმით, კვირას, 6 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება პოეზიის ონლაინ საღამო ქართველი, ამერიკელი და ბულგარელი პოეტების მონაწილეობით.
ღონისძიების მასპინძლები არიან ჯორჯ უოლასი (ნიუ იორკი), ანტონ ბაევი (ბულგარეთი) და შოთა იათაშვილი (საქართველო).
საღამოს მონაწილე ქართველი პოეტები: შოთა იათაშვილი, პაატა შამუგია და ერეკლე დეისაძე.
ღონისძიების ჩანაწერი გამოქვეყნდება მწერალთა სახლის და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის გვერდებზე.