დღეს ქართველი, ამერიკელი და ბულგარელი პოეტების მონაწილეობით პოეზიის ონლაინ საღამო გაიმართება

ორგანიზაცია Great Weather for Media მასპინძლობს ციფრულ ღონისძიებას “მსოფლიოს პოეზიის დღის სამკუთხა პროექტი”, რომელშიც მონაწილეობას ათი ქვეყნის არტისტები, პოეტები და მუსიკოსები იღებენ. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

მათი თქმით, კვირას, 6 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება პოეზიის ონლაინ საღამო ქართველი, ამერიკელი და ბულგარელი პოეტების მონაწილეობით.

ღონისძიების მასპინძლები არიან ჯორჯ უოლასი (ნიუ იორკი), ანტონ ბაევი (ბულგარეთი) და შოთა იათაშვილი (საქართველო).

საღამოს მონაწილე ქართველი პოეტები: შოთა იათაშვილი, პაატა შამუგია და ერეკლე დეისაძე.

ღონისძიების ჩანაწერი გამოქვეყნდება მწერალთა სახლის და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის გვერდებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები