ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – დიდ ბრიტანეთში რეგულაციები იცვლება

დიდ ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებული პირებისთვის სამოგზაურო ტესტირება გაუქმდება.

ახალი წესების ძალაში შესვლის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

თუმცა, როგორც ჩანს, წესები შეუცვლელი დარჩება არავაქცინირებული პირებისთვის, რომლებმაც უნდა წარადგინონ ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, ასევე, დაიცვან იზოლაციის 10 დღე და განმეორებით გაიკეთონ PCR ტესტები.