„შეიცანი საქართველო კავკასიის ფონდთან ერთად”

8 სექტემბერს, პოლონეთში, ქალაქ კარპაჩში გამართული 30-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „კავკასიის ფონდის “ მიერ ჩატარდა ღონისძიება  „შეიცანი საქართველო კავკასიის ფონდთან ერთად”.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.