ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო და ქ.თესალონიკის „მუქ წითელ“ ზონაში გადასვლასთან დაკავშირებით, 2021 წლის 16 მარტამდე, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო გადადის მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე საკონსულო მომსახურების შეზღუდვას.

„კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს გენერალურ საკონსულოს ტელეფონებზე:

  •            ტელ: +30 2310 42 90 09;
  •            ცხელი ხაზი: +306973462002; +306955737000;
  •            ელ. ფოსტა: saloniki.con@mfa.gov.ge;

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge.“ – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.