კონკურსის ,”წერილები გზიდან” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ – მოულოდნელი საჩუქარი მკითხველთა სიმპათიას, ფატი ბოკელავაძეს

როგორც იცით, პორტალმა „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დაასრულა  ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“.

კონკურსის პირველი თემა იყო “ჩემი ეზო“.

კონკურსის მონაწილეებს მკითხველებთან ერთად კომპეტენტური ჟიური აფასებდა და ის ორ ეტაპად ჩატარდა.

ჟიურიმ 2 გამარჯვებული გამოვლინა. ესენი გახლავთ მაია დედაბრიშვილი და თინათინ გეგელაძე.

გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ გადაეცემათ ბინის მშენებლობის 10000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი.

ასევე, დაწესებული იყო მკითხველის სიმპათიის პრიზი, რომელიც ფატი ბოკელავაძემ დაიმსახურაა.

ვინაიდან კონკურსი ემიგრანტებისთვის პირველად ჩატარდა, პორტალმა „ქართული კვირა“ “მეტი დეველოპმენტთან“ ერთად გადაწყვიტა, რომ ბინის მშენებლობის 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერით ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდეს და შესაბამისად, მკითხველთა სიმპათიას –  ფატი ბოკელავაძესაც გადაეცემა ვაუჩერი “მეტი დეველოპმენტისგან“.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ მაია დედაბრიშვილს, თინათინ გეგელაძეს და ფატი ბოკელავაძეს გამარჯვებას და ვუსურვებთ სამშობლოში მალე დაბრუნებას.