ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ სქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

პანდემიასთან დაკავშირებით გაერთიანებულ სამეფოში შემოღებული შეზღუდვების გამარტივება 4 ივლისიდან დაიწყება:

4 ივლისიდან იხსნება: პაბები, რესტორნები და სილამაზის სალონები, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით;

ორ ცალკეულ ოჯახს სოციალური დისტანცირების წესების დაცვით შეეძლება შეკრება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე, მოქალაქეებს სასტუმროებში დარჩენა შეეძლებათ;

უსაფრთხოების წესების დაცვის პირობით, გაიხსნება ზოგიერთი დასასვენებელი ადგილი და ტურისტული ატრაქციონი, ღია სივრცის სავარჯიშო ცენტრები და სათამაშო მოედნები, კინოთეატრები, მუზეუმები, საგამოფენო სივრცეები, ბიბლიოთეკები, სალოცავი ადგილები;

კვლავ დახურული რჩება: ღამის კლუბები, სათამაშო ცენტრები, დახურული სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზები, აკვაპარკები, ბოულინგ-ცენტრები და სხვა.

საჭიროების შემთხვევაში „ლოქდაუნის“ გამარტივება შესაძლოა შეჩერდეს, ან სულაც აღდგეს რიგი შეზღუდვები.

ცვლილებები ეხება მხოლოდ ინგლისს, რადგან გაერთიანებული სამეფოს დანარჩენ სამ ქვეყანას „ლოქდაუნის“ დამოუკიდებელი რეჟიმი აქვს.