15 ივლისს შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი გაიხსნება

15 ივლისიდან, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სტუმრობა. 

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ამ დენდროლოგიური პარკის სურათები გავრცელდა, რომელიც ფოტოხელოვანმა ბადრი ვადაჭკორიამ გადაიღო 31 მაისს და თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

„სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც ‘მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით…

„ვგიჟდები ფლამენგოებზე, მათ სანახავად და გადასაღებად ხან ევროპაში დავდიოდი, ხანაც აფრიკაში…

სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით…

ამ პარკში არამარტო ფლამინგოები, არამედ 45 სახეობის რამდენიმე ასეული ფრინველიც ბინადრობს…

15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი…

რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება!!!“ – წერს ბადრი ვადაჭკორია.