ირინა ხარატიშვილის ნამუშევრების გამოფენა ვენაში

ავსტრიაში, ვენაში,  ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, ’’Galerie an Roten Hof’’-ში   ცნობილი ქართველი ხელოვანის, ირინა ხარატიშვილის ექსკლუზიური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა შეეძინა მინანქარის უნიკალური სამკაულები და სხვა ნამუშევრები.

გამოფენის გახსნას ესწრებოდა ავსტრიაში საქართველოს ელჩი დავით დონდუა, აგრეთვე, ავსტრიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.