შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენა „Stockholm Food and Wine 2019“ გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენაში მონაწილეობით ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია გააცნონ შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს და იმპორტიორებს, რომლებთან კონტაქტების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დასამკვიდრებლად.