მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა ლაზიშვილი სწავლას სრული დაფინანსებით, აშშ-ში, University of Southern California-ში სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, სადოქტორო კვლევა წარმოადგენს პოლიტიკური და კულტურული სოციოლოგის მიმართულებას, კერძოდ, მორალური პანიკის შექმნა და დიფუზია რუსეთიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ფოკუსირებულად საქართველოზე.
ლუკამ სოციოლოგიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზეც ისწავლა აშშ-ში, University of Nebraska – Lincoln-ში, ფულბრაიტის დაფინანსებით.