ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ,,ალმა 2020“ ნომინანტები ოფიციალურად დასახელდნენ, მათ შორის 4 ქართველია

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის საბჭოს დელეგაციამ “ალმა-2020” წარდგენა გამართა. ღონისძიებზე იმ მონაწილეთა სია დასახელდა, ვინც გააგრძელებენ “ბრძოლას” მომავალი პრემიისთვის. მსოფლიოდან ყოველ წელს ,,ალმას“ პრემიისთვის 170-180 მონაწილე სახელდება ოთხ ნომინაციაში : მწერალი, ილუსტრატორი, ორგანიზაცია ან პიროვნება, რომელიც წიგნის პოპულარიზაციას ეწევა და არტისტი, რომელიც სცენიდან კითხულობს ფოლკლორსა და საბავშვო ლიტერატურას. მათგან გამარჯვებული კი, ერთადერთია. გამარჯვებულს ,,ალმას“ საბჭო 2 აპრილს, ბოლონიის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე დაასახელებს.

ნომინანტებს შორის წელს რამდენიმე ქართველი ნომინანტი დასახელდა: ბონდო მაცაბერიძე, თეა თოფურია, მარიამ წიკლაური, გიორგი ჩაჩანიძე (ილუსტრატორი).

პრესტიჟული საერთაშორისო პრემია ,,ალმა“ (სრული სახელწოდებაა „ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია“), ცნობილი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების შემდეგ, შვედეთის მთავრობამ დაარსა.