ბრწყინვალე გამარჯვება და კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტული საქართველოს – ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში მიმდინარე „ITF W100 Aschaffenburg“ ტურნირის ფინალში უკრაინელი Anastasiia Sobolieva დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალამდე ეკატერინე გორგოძემ მეოთხედფინალში არგენტინელი ჯულია რიერა, ხოლო ნახევარფინალში სერბი თეოდორა კოსტოვიცი დაამარცხა.