ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა “Winter Star”- ზე 23 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ტანმოვარჯიშეთა კლუბ ‘’პირველების“ წარმომადგენლებმა , უკრაინაში, ქალაქ ოდესაში საერთაშორისო ტურნირზე “Winter Star”, 23 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შეჯიბრში 500 -მდე ბავშვი მონაწილეობდა, მაგრამ ქართველებმა გამარჯვება არავის დაუთმეს.
პირველების გუნდი შედგება დამოუკიდებელი საქართველოს სხვადასხვა ეტაპზე, მხატვრულ ტანვარჯიშში, ეროვნული ნაკრების პირველი ნომრებისგან.
გუნდში მოღვაწეობს უკრაინიდან მოწვეული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში ვიქტორია ბუზუიანი.
კლუბის დამაარსებელია სპორტის დიდი ქომაგი, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.
კლუბის განკარგულებაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი დარბაზი და ამ კლუბში ამჟამად 250-მდე წევრია.
ექსკლუზიური კადრები “Winter Star”- დან