საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩინეთის შანსის მუზეუმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

20 ივლისიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი უმასპინძლებს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას ყვითელი მდინარიდან კავკასიამდეჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს კულტურის საგანძურირომელიც ქართველ დამთვალიერებელს უძველესი ჩინური ცივილიზაციის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისჩინეთის შანსის მუზეუმისა (Shanxi Museum) და ასოციაციის სარტყელი და გზა კულტურულიგანვითარებისათვის თანამშრომლობით იმართება და წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელოვან გაგრძელებას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 36 უნიკალური ბრინჯაოს ექსპონატირომლებიც მოიცავს პერიოდს შანგისა და ჭოუს დინასტიებიდან ცინისა და ხანის ეპოქებამდე (ძვ. XVI საუკუნიდან ახ. III საუკუნემდე). დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან გაეცნონ ჩინეთის ბრინჯაოსცივილიზაციის განვითარებასმის რიტუალურმუსიკალურ და მხატვრულ ტრადიციებსრომლებმაცმნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ჩინური სახელმწიფოსა და კულტურის ფორმირებაზე.

შანსის პროვინციარომელიც ისტორიულად ცნობილია, როგორც ხეტუნგიმდებარეობს ყვითელი მდინარის (ხუანხეშუა დინებაზე და ითვლება ჩინური ცივილიზაციის ერთერთ უმთავრეს აკვნადსწორედ ამ რეგიონში განვითარდა ბრინჯაოს წარმოების უძველესი ტრადიციარომელმაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 20 ივლისს, 16:00 საათზესიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

21 ივლისიდან კი სამი თვის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ არამხოლოდ დაათვალიერონ უნიკალური ექსპოზიციაარამედ მონაწილეობა მიიღონ გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ საჯარო ლექციებსა დასპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებშირომლებიც სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაც იქნება განკუთვნილი.

პროექტი დასრულდებადასკვნითი ეტაპით –  საერთაშორისო სიმპოზიუმით – მუზეუმები 21-ე  საუკუნის გამოწვევების წინაშერომელიც ორდღეს გასტანს და თავს მოუყრის ჩინეთისსამხრეთ კავკასიისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებისდირექტორებსკურატორებსა და მუზეუმების მენეჯერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები