დანიილ ტარასკინი 14 -წლამდელთა ევროპის პირველობის ჩემპიონია
ახალი ვარსკვლავი ქართულ ფარიკაობაში – დანიილ ტარასკინი 14 -წლამდელთა ევროპის პირველობის ჩემპიონია.
ქართველმა დაშნით მოფარიკავემ ფინალში უნგრელი მეით დეკანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.ახალგაზრდა სპორტსმენმა გასულ თვეში სენიორებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, დღეს კი თავის ასაკში იზეიმა ჩემპიონობა და საქართველოს ამ ასაკში ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველი ოქრო მოუტანა.
მწვრთნელი: ანტონინა კუვაევა.