ნინი შერმადინი Crescendo Competitions-ის გუნდს საქართველოს ეროვნული დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა

მომღერალი და Art Hub Production-ის დამფუძნებელი ნინი შერმადინი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის, Crescendo Competitions-ის გუნდს საქართველოს ეროვნული დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა. ინფორმაციას ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური და საამაყო დღეა…
ოფიციალურად გამოქვეყნდა ჩემი მონაცემები, როგორც საქართველოს ეროვნული დირექტორის, საერთაშორისო კონკურს Crescendo International Competition-ის გუნდში.
დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო, ჩვენი კულტურა, ჩვენი მუსიკა და ჩვენი ნიჭიერი თაობა ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმაზე.
გულითად მადლობას ვუხდი Crescendo-ს დამფუძნებლებსა და მთელ შემოქმედებით გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს მხოლოდ პირადი წარმატება არ არის — ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მსოფლიოს ქართველი ბავშვების ნიჭი, შრომა და შესაძლებლობები.
დროა ამერიკამ და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა საოცარი, გენიალური და გამორჩეული ბავშვები ჰყავს ქართველ ერს.
ამაყი ვარ, რომ ამ გზაზე საქართველოს ვემსახურები!”, – წერს ნინი შერმადინი.

ორგანიზაციამ „კრესჩენდო“ (Crescendo Competitions) 2007 წლიდან დაიწყო საერთაშორისო მასშტაბით ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსებისა და შშმ ბავშვების აღმოჩენა, ხელშეწყობა და მათთვის კარნეგი ჰოლის (Carnegie Hall) სცენისკენ გზის გაკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები