30 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – 2026″ გაიმართება
საქართველოს კულტურის სამინისტროს და ფონდი ,,ქართული გალობის” მხარდაჭერით, 30 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – 2026″ გაიმართება.
ფესტივალი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს.
ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავს კონცერტებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს.