ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს 15 და 17-წლამდელთა ასაკის ნაკრებებმა იასპარეზეს.
ჩემპიონი 15-წლამდელთა შორის ხვიჩა ბერიძე(75კგ) გახდა. ასევე, 17-წლამდელთა შორის ოქროს მედლებს იოანე სხილაძე (70კგ) და ნურადინ მუსტაფაევი (90კგ) დაეუფლნენ.
ბრინჯაოს მედლები 17-წლამდელთა შორის ტარიელ საათაშვილმა (60კგ); ბიძინა ჯინჭარაძემ(70კგ); დავით გორგაძემ (80კგ) და ზებურ აბაშიძემ (90კგ) მოპოვეს.
17-წლამდელთა შორის ჩვენმა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის, ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებებს თანაბარი, 80-80 ქულა ჰქონდათ და პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს.